ორიგინალი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „ჯანდაცვის ფორუმი - 2026“ გაიმართა
პრაიმტაიმი·13:50

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „ჯანდაცვის ფორუმი - 2026“ გაიმართა

28 ნოემბერი, 2026 · 13:50

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „ჯანდაცვის ფორუმი - 2026“ გაიმართა. ფორუმი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა. მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა, შეაჯამა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებებით მიღწეული შედეგები და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წელს 97 მილიონ ლარს მიაღწია. 2012 წლიდან უწყების ბიუჯეტი 13-ჯერ გაიზარდა. ზრდის ტენდენცია გაგრძელდება 2027 წელსაც. წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამედიცინო და სოციალური მომსახურება 70 000-მდე მოქალაქეს უფინანსდება“, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სოციალური პროგრამების ექსპერტი, აკადემიური დოქტორი სოფიო ბაკურიძე და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის განცხადებით, გაფართოვდა კარდიოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსება და დაინერგა ახალი, თანამედროვე სამედიცინო სერვისები. ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მკურნალობის პროგრამით 400-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა, რისთვისაც 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ღვიძლის, ძვლის ტვინისა და გულის ტრანსპლანტაციის მიმართულებით 175 მოქალაქეს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, რისთვისაც 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შედეგად 88 ბავშვი დაიბადა. გაფართოვდა შშმ პირთა მხარდაჭერის პროგრამებიც - ამოქმედდა 10 ახალი პროგრამა, ყოველწლიურად 13 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, მომსახურებებით 5 500-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, ხელმისაწვდომია 28 სახეობის დამხმარე საშუალება. ასევე გაფართოვდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პრევენციული და სკრინინგული სერვისები, განვითარდა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით „ჯანდაცვის ფორუმი - 2026“ გაიმართა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·13:59

საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან. ამ უდიდესი წარმატების უკან ცოტნე ივანიშვილის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა დგას, მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა - ლადო სადღობელაშვილი

პრაიმტაიმი·13:57

დღეს შობის მარხვა დაიწყო - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები

დღეს შობის მარხვა დაიწყო - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
პრაიმტაიმი·12:58

მარიამ ლაშხი: რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც სწორედ რომ უსამართლო მიდგომაა

მარიამ ლაშხი: რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც სწორედ რომ უსამართლო მიდგომაა
პრაიმტაიმი·12:57

CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წევრები უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე ვაშინგტონში სამხედრო ბაზებზე ცხოვრებას ამჯობინებენ

CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წევრები უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე ვაშინგტონში სამხედრო ბაზებზე ცხოვრებას ამჯობინებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.