ორიგინალი
ახალი გადაწყვეტილება წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც შეეხებათ - განათლების სამინისტრო
პრაიმტაიმი·11:11

ახალი გადაწყვეტილება წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც შეეხებათ - განათლების სამინისტრო

29 ნოემბერი, 2026 · 11:11

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

"აპლიკანტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ელ. ფოსტის მისამართზე: applyHKU@mesy.gov.ge.

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე

განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ატესტატი, ან ცნობა სკოლის მოსწავლის სტატუსის შესახებ;

ნიშნების ფურცელი – ბოლო სამი წლის ნიშნების მითითებით;

აპლიკანტის რეზიუმე, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მისი აკადემიური მოსწრების, მიღწევების, ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის, მიღებული ჯილდოებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ;

შესაბამისი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები, დიპლომები;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის წარდგენის შედმგომ აპლიკანტმა აუცილებლად უნდა გაიაროს შერჩევის ორეტაპიანი პროცესი:

პირველი ეტაპი – შიდა კონკურსი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს;

მეორე ეტაპი, რომლის დროსაც აპლიკანტმა უშუალოდ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) მიერ დადგენილი შერჩევის პროცედურები უნდა გაიაროს.

შიდა კონკურსი, რომელიც 16 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, მოიცავს წერით გამოცდას ინგლისურ ენაში, ზოგადი უნარების ტესტსა და გასაუბრებას. კონკურსის ჩატარების ზუსტი დრო, ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები აპლიკანტებს განაცხადის წარდგენის შემდგომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ.

შიდა კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალგაზრდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში განაცხადის წარსადგენად, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი რეგისტრაციის პერიოდისთვის, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ვერ შეძლებს ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის (IELTS, TOEFL) ატვირთვას, მან აღნიშნული დოკუმენტი მოგვიანებით, 2027 წლის თებერვლის ან მარტის თვეში უნდა წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ყველა აპლიკანტს!", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ახალი გადაწყვეტილება წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც შეეხებათ - განათლების სამინისტრო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:24

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს - ვიდეო

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს - ვიდეო
პრაიმტაიმი·11:54

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება - განათლების სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება - განათლების სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
პრაიმტაიმი·11:40

"უკრაინსკაია პრავდა" დავით არახამიასა და მის გარემოცვას რედაქციის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაში ადანაშაულებს

"უკრაინსკაია პრავდა" დავით არახამიასა და მის გარემოცვას რედაქციის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაში ადანაშაულებს
პრაიმტაიმი·11:00

ანალიზების ჩაბარებისას დაშვებული 10 შეცდომა, რომლებმაც შესაძლოა დიაგნოზზეც იმოქმედოს

ანალიზების ჩაბარებისას დაშვებული 10 შეცდომა, რომლებმაც შესაძლოა დიაგნოზზეც იმოქმედოს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.