ორიგინალი
ახალი კვლევა - პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა
პრაიმტაიმი·00:14

ახალი კვლევა - პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა

26 ნოემბერი, 2026 · 00:14

თქვენს იმუნურ სისტემას მეხსიერება აქვს. შეუძლია ამოიცნოს მიკრობები, რომლებსაც წარსულში შეხვედრია და სწრაფი რეაგირებაც მოახდინოს. შეიძლება თუ არა ამ მეხსიერების კიბოს წინააღმდეგ გამოყენებაც?

სწორედ ამის მტკიცებულება მიიღეს თაგვებზე ჩატარებულ ახალ კვლევაში, რომელშიც კომბინირებული იყო კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი და ექსპერიმენტული ანტისხეული. მას შემდეგ, რაც თაგვებს კიბო გაუქრათ, რამდენიმე კვირის შემდეგ თაგვებს ინიექციით იმავე კიბოს უჯრედები შეუყვანეს, მაგრამ მშვენივრად გაუძლეს ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Regeneron Pharmaceuticals-ის მკვლევრებს სურდათ, კიბოს მკურნალობა გაეძლიერებინათ იმუნური სისტემის დახმარებით, რათა შეტევაში ისიც ჩართულიყო.

პირველი კომბინაციის ერთი ნაწილი იყო კიბოს უკვე არსებული პრეპარატი. ტრასტუზუმაბი დერუქსტეკანი, საბაზრო სახელით Enhertu, შედგება ანტისხეულისგან, რომელსაც თან აქვს უჯრედის გამანადგურებელი აგენტი. ანტისხეული უკავშირდება ზრდასთან დაკავშირებულ ცილას, სახელწოდებით HER2, რაც ხელს უწყობს მისი „ტვირთის“ მიტანას იმ უჯრედებამდე, რომლებიც ამ ცილას შეიცავენ.

Enhertu უკვე გამოიყენება ძუძუს, კუჭის და სხვა კიბოების სამკურნალოდ, სიმსივნის მახასიათებლებისა და წინა მკურნალობის მიხედვით. ამ კვლევაში დამატებულმა ექსპერიმენტულმა ანტისხეულმა სხვა სამუშაო შეასრულა — მხარი დაუჭირა კიბოზე თავდამსხმელ იმუნურ უჯრედებს.

ამ დამცველებს შორის იყო T-ლიმფოციტები, რომლებსაც კიბოს უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეუძლიათ. როგორც წესი, ეფექტიანი პასუხი საჭიროებს სამიზნის როგორც ამოცნობას, ისე დამატებით აქტივირების სიგნალს.

ექსპერიმენტული ანტისხეული ორ სხვადასხვა სამიზნეს უკავშირდება. ერთი ნაწილი სიმსივნის უჯრედებზე არსებულ ცილას ეკვრის, დანარჩენი კი ააქტიურებს T-ლიმფოციტებზე არსებულ ცილა CD28-ს. ასეთი ორფაზიანი დიზაინი მას „ბისფეციფიკურ“ ანტისხეულად აქცევს.

მკვლევრებმა კომბინაცია დატესტეს თაგვებზე, რომლებსაც ინჟინერული გზით გამოწვეული ძუძუს ან მსხვილი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბო ჰქონდათ. ცხოველები გამოხატავდნენ ადამიანის CD28-სა და შერჩეული სამკურნალო სამიზნეების მოდიფიცირებულ ვერსიებს. HER2-ისა და ზრდასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცილის — EGFR-ის შემთხვევაში, მათი გარეთა, ზედაპირზე არსებული ნაწილები ადამიანური იყო, ხოლო მემბრანის გამჭოლი და შიდა ნაწილები — თაგვისა. სიმსივნური უჯრედები ასევე ისე იყო მოდიფიცირებული, რომ მათზე შესაბამისი სამიზნეები გამოვლენილიყო.

ძუძუს კიბოს საწყის ტესტებში, მხოლოდ კიბოს პრეპარატმა სიმსივნეზე სრული რეაგირება ნახევარზე ცოტა თაგვში წარმოქმნა, ყველაზე მაღალი დოზის შემთხვევაშიც კი. ექსპერიმენტულ ანტისხეულთან კომბინირებით მან სიმსივნე იმ ცხრავე თაგვში მოსპო, რომლებიც ორივე პრეპარატს იღებდნენ.

ამის შემდეგ, მკვლევრებს აინტერესებდათ, შენარჩუნდებოდა თუ არა თავდაცვა. მას შემდეგ, რაც თაგვები ოთხი კვირის განმავლობაში იყვნენ კიბოსგან თავისუფალი, მკვლევრებმა მათ ძუძუს იმავე კიბოს უჯრედები შეუყვანეს. ცხოველებმა ისინი ყოველგვარი დამატებითი მკურნალობის გარეშე უკუაგდეს.

კიდევ ერთმა შედარებამ გამოავლინა, თუ რა ჰქონდა დამახსოვრებული მათ იმუნურ სისტემას. ადრე ნამკურნალებ თაგვებში განვითარდა განსხვავებული კოლორექტალური სიმსივნე, თუმცა მის უჯრედებშიც იყო წარმოდგენილი HER2. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ საერთო ცილის გარდა, დაცვითი მექანიზმი პირველადი სიმსივნის სხვა მახასიათებლებსაც ცნობდა.

კიბოს უჯრედების გამანადგურებელი T-ლიმფოციტების ჯგუფის — ე. წ. CD8 T-უჯრედების მოშორებამ სრულად გაანეიტრალა საწყისი კომბინაციის სასარგებლო ეფექტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს უჯრედები გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ მის წარმატებაში.

ჯგუფმა ასევე გამოცადა EGFR-ზე მიმართული ექსპერიმენტული ანტისხეული, რომელიც ადამიანებზე კვლევების ადრეულ ეტაპზე (1/2 ფაზაში) უკვე იმყოფება. Enhertu-სთან კომბინაციაში, ძუძუს კიბოს იმ მოდელში, რომელიც მხოლოდ Enhertu-ს მიმართ უფრო რეზისტენტული იყო, მან თაგვების დაახლოებით 75 პროცენტში სიმსივნის გაქრობა გამოიწვია.

იგივე ანტისხეული ასევე ეფექტიანი აღმოჩნდა ქიმიოთერაპიულ პრეპარატ ფტორურაცილთან (5-FU) ერთად, რომელიც უკვე გამოიყენება კოლორექტალური და სხვა სახის სიმსივნეების სამკურნალოდ. ერთობლივად, პრეპარატებმა შეანელეს კოლორექტალური სიმსივნის ზრდა, მაშინ როდესაც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე მცირე ეფექტი ჰქონდა.

ეს კომბინაცია ეყრდნობოდა როგორც CD8 T-უჯრედებს, ისე კიბოს უჯრედების გამანადგურებელ კიდევ ერთ პოპულაციას — ე. წ. ბუნებრივ მკვლელ უჯრედებს (NK-უჯრედებს). მკურნალობა გარკვეულ აქტივობას ინარჩუნებდა მაშინაც კი, როდესაც რომელიმე პოპულაცია არ იყო წარმოდგენილი. მისი სარგებელი კი სრულად ქრებოდა, როდესაც ორივე პოპულაცია არ იყო წარმოდგენილი.

კიბოს წინააღმდეგ იმუნური რეაქციის შესასწავლად, მკვლევრებმა გამოიკვლიეს სიმსივნეებში არსებული უჯრედები და ანალიზები ჩაუტარეს გენების აქტოვობას. კომბინაციებმა გაზარდა აქტიური T-ლიმფოციტების რაოდენობა და ამავდროულად შეინარჩუნა ნაკლებად მომწიფებული უჯრედები, რომლებსაც შეეძლოთ მომავალი რეაქციების მხარდაჭერა. განაგრძეთ კითხვა

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ახალი კვლევა - პრეპარატთა ექსპერიმენტულმა კომბინაციამ თაგვებში კიბო მოსპო და ამავე კიბოსადმი იმუნიტეტი გამოუმუშავა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·00:28

„დედისთვის ისედაც უმძიმესია ყველაფერი... გთხოვთ, გაითვალისწინოთ მისი მდგომარეობა“ - თაია გამთენაძე საზოგადოებას მიმართავს

„დედისთვის ისედაც უმძიმესია ყველაფერი... გთხოვთ, გაითვალისწინოთ მისი მდგომარეობა“ - თაია გამთენაძე საზოგადოებას მიმართავს
პრაიმტაიმი·00:28

90 წლის უხუცესი აგავა, სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან, ყვავილობასა და „სიკვდილს“ აპირებს — სალმას გადასარჩენად იბრძვიან

90 წლის უხუცესი აგავა, სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან, ყვავილობასა და „სიკვდილს“ აპირებს — სალმას გადასარჩენად იბრძვიან
პრაიმტაიმი·00:23

ბოლნისში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს - ძვლები მცირეწლოვანს ეკუთვნის | რა დეტალები ხდება ცნობილი

ბოლნისში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს - ძვლები მცირეწლოვანს ეკუთვნის | რა დეტალები ხდება ცნობილი
პრაიმტაიმი·00:20

ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ახალი იმედი - ექსპერიმენტულმა პრეპარატმა მისი პროგრესირება 38%-ით შეანელა

ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ახალი იმედი - ექსპერიმენტულმა პრეპარატმა მისი პროგრესირება 38%-ით შეანელა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.