ორიგინალი
აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო
პრაიმტაიმი·15:19

აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო

27 ნოემბერი, 2026 · 15:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია" კახეთიდან დაიწყო. პირველი ღონისძიება მოსწავლეებთან ლაგოდეხში გაიმართა, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი გავლენისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებმა ისაუბრეს.

შეხვედრის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანა ფაჩუაშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანი და მკაცრი პოზიციის აუცილებლობას, მოძალადეების მიმართ სიმკაცრესა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

"აქ არიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არიან ბავშვები, არიან სკოლის წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად კიდევ ერთხელ აჟღერებს იმას, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით აუცილებელია გვქონდეს ერთხმიანი, მკაცრი პოზიცია, ის, რომ მოძალადეების მიმართ ვართ მკაცრი და ბავშვებს აუცილებელია მივცეთ უსაფრთხო გარემო," - განაცხადა ანა ფაჩუაშვილმა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა კი აღნიშნა, რომ 2017 წელს მიღებული კანონით, ნაადრევი ქორწინება სრულად აკრძალულია, თუმცა კანონის აღსრულებასთან ერთად ცნობიერების ამაღლებაც გადამწყვეტია.

"საქართველომ 2017 წელს მიიღო კანონი ნაადრევ ქორწინებასთან სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კანონის აღსრულებასთან ერთად იყოს ცნობიერება გაზრდილი და ის, რომ ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს სწავლაზე ხელმისაწვდომობა, ჰქონდეს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება და ნაადრევი ქორწინება და დაძალებულად მისი ქორწინებაში შეყვანა, იქნება ეს ხელმოწერით თუ ხელმოწერის გარეშე, არის დაუშვებელი," - აღნიშნა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო

თემა: ბავშვი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·10:37
    "სანამ 300 მეტრი გავიარეთ 300 ბავშვთან მაინც გადავიღეთ სურათი..." - მომღერალი ნუგზარ კვაშალი პირადი ისტორიებით გადაცემა "ლანჩ-თაიმში"
  • BPN·10:00
    „8-10 წლის ბავშვს შეუძლია იქირაოს „სქროლი“ და გადაადგილდეს - 16 წლამდე აკრძალული უნდა იყოს“ - გიორგი ჯაფარიძე
  • BM.GE·19:16
    მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
  • რუსთავი 2·15:43
    ეკატერინე ადამიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ბავშვი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·15:55

ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში - ცოტნე ანანიძე

ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში - ცოტნე ანანიძე
პრაიმტაიმი·15:53

თურქ ბიზნესმენს, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სააპელაციო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თურქ ბიზნესმენს, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სააპელაციო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.