ორიგინალი
ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ დღის პირველ ნახევარში ქომაგებმა დადეს პროვოკაციული შინაარსის ბანერები სოციალურ ქსელებში. ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე 100-მდე პროვოკაციული შინაარსის ბანერი იქნა ჩამორთმეული - სულხან თამაზაშვილი​
პრაიმტაიმი·16:56

ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ დღის პირველ ნახევარში ქომაგებმა დადეს პროვოკაციული შინაარსის ბანერები სოციალურ ქსელებში. ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე 100-მდე პროვოკაციული შინაარსის ბანერი იქნა ჩამორთმეული - სულხან თამაზაშვილი​

27 ნოემბერი, 2026 · 16:56

"საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ბანერების შემოტანა ქვეყანაში და დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული", - შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, ძალიან ეფექტურად იმუშავეს.

სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად ამ საუბრის ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა საუბრის დროს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

"მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერია ჩვენი საუბარი, თუმცა რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი დღეს და დავდებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდათ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს.

ჩვენ მოვახდინეთ ძალიან ეფექტური პრევენცია. საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში და დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული.

ამის შესახებ მალევე, მატჩამდე ჯერ კიდევ, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. თუმცა მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. ეს დაახლოებით, თუ არ ვცდები, 14-15 საათზე, გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო და არც ერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე მატჩის, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ დღის პირველ ნახევარში ქომაგებმა დადეს პროვოკაციული შინაარსის ბანერები სოციალურ ქსელებში. ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე 100-მდე პროვოკაციული შინაარსის ბანერი იქნა ჩამორთმეული - სულხან თამაზაშვილი​

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·20:01

ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევითა და ჩართულობით, ჰოგნ-კონგის უნივერსიტეტთან ისტორიული თანამშრომლობა იწყება

ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევითა და ჩართულობით, ჰოგნ-კონგის უნივერსიტეტთან ისტორიული თანამშრომლობა იწყება
პრაიმტაიმი·19:09

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი
პრაიმტაიმი·17:07

აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა ან გადადო ასობით ავიარეისი

აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა ან გადადო ასობით ავიარეისი
პრაიმტაიმი·16:44

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დამნაშავე მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დამნაშავე მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.