ორიგინალი
დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითმფრინავები ღამით ანგარში გადაჰყავს, რათა ისინი შესაძლო დრონების თავდასხმისგან დაიცვას
პრაიმტაიმი·09:32

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითმფრინავები ღამით ანგარში გადაჰყავს, რათა ისინი შესაძლო დრონების თავდასხმისგან დაიცვას

26 ნოემბერი, 2026 · 09:32

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს (RAF), ღამით, თვითმფრინავები ანგარში და გამაგრებულ თავშესაფრებში გადაჰყავს, რათა შესაძლო დრონებით თავდასხმებისგან დაიცვას. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ასევე, განიხილება იმ სამხედრო თვითმფრინავების გარშემო ანტიდრონული ბადეების მოწყობა, რომლებიც ღია სივრცეში რჩება - მაგალითად, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებთან ან იმ ავიაბაზებზე, სადაც სათანადო დამცავი ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის.

მედიის ინფორმაციით, მსგავსი ანტიდრონული ბადეები უკრაინაში ფართოდ გამოიყენება სამხედრო ტექნიკის, კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი საავტომობილო გზების რუსული დრონებისგან დასაცავად.

სამეფო საჰაერო ძალების მიერ მიღებული ზომები ნათლად მიუთითებს, რომ მზარდი საფრთხეების ფონზე, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ცდილობს.

სამშაბათს, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა (MI5) და თავდაცვის სამინისტრომ, ბრიტანული კომპანიები, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში მონაწილეობენ, გააფრთხილეს, რომ მათ წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დივერსიული ქმედებების რისკი გაზრდილია.

ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ირანი RAF Fairford-ის ავიაბაზაზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა. ეს ავიაბაზა ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოში მდებარეობს და მას აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებს თვითმფრინავები ღამით ანგარში გადაჰყავს, რათა ისინი შესაძლო დრონების თავდასხმისგან დაიცვას

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·09:40

გასათვალისწინებელია საქართველოს როლი, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, რომლის ვალდებულებაშიც შედის აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება, როგორც ტვირთების დინებით, ასევე ენერგეტიკული საკითხების თვალსაზრისითაც - პაატა კალანდაძე

პრაიმტაიმი·09:20

Euronews: ევროკომისიას სურს, მონტენეგროს მონიტორინგი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც გააგრძელოს - კანდიდატი ქვეყანა, ახალი, უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმების გამოცდის პოლიგონად იქცა

Euronews: ევროკომისიას სურს, მონტენეგროს მონიტორინგი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც გააგრძელოს - კანდიდატი ქვეყანა, ახალი, უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმების გამოცდის პოლიგონად იქცა
პრაიმტაიმი·08:29

2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
პრაიმტაიმი·08:27

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.