ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„ინფო იმერეთის“ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი, ორი მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.
