გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.
„26 ნოემბერი, 2026, ახალი წინასწარმეტყველება. მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი.
1. თბილისი - დიდუბე - ყურადღება დიდუბისა და მიმდებარე ქუჩების ტერიტორიას. ხილვაში კორპუსის ჩამონგრევის მძიმე თემა იკვეთება. 2. გაზთან დაკავშირებული საფრთხე - კვლავ ჩნდება გაზის თემა. მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის სისტემების გამართულობასა და უსაფრთხოებას. 3. მომღერალი ქალი - მძიმე მინიშნება უკავშირდება ქალ მომღერალსა და გარდაცვალების თემას. 4. იტალია, ესპანეთი, თურქეთი - ამ სამ ქვეყანაში იკვეთება გავლენიანი პირების დაკავებისა და გახმაურებული სამართლებრივი პროცესების თემა. 5. სარკინიგზო ტრანსპორტი - ყურადღება მიაქციეთ მატარებელსა და სარკინიგზო მიმართულებას. ხილვაში მძიმე ინციდენტის თემა ჩანს.
6. ბაზრობები და მნიშვნელოვანი შენობა - ხანძრის საფრთხის თემა იკვეთება ბაზრობების მიმდებარედ, ასევე ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან შენობას.
ზოგჯერ გაფრთხილება მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა მეტი ყურადღება გამოიჩინოს. ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ჩვენი ხალხი და მთელი მსოფლიო“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში.
