ხანძარი ვარკეთილში - ვითარება ადგილზე
თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე კორპუსში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკვამლიანება მეორე კორპუსზეც გადავიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად კორპუსიდან მაცხოვრებლები გამოიყვანეს და არავინ დაშავებულა.
