ორიგინალი
ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
პრაიმტაიმი·12:07

ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

27 ნოემბერი, 2026 · 12:07

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მენეჯერს ივრენ დილეკლი (Evren Dilekli) შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

როგორც ლაშა დოლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საუბარი შეეხო წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე ნარჩენების მართვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას და გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვისა და სარწყავი სისტემების განვითარების მიმართულებით დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები, გავაუმჯობესოთ ნარჩენების მართვის პრაქტიკა და ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

ივრენ დილეკლის განცხადებით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი მზად არის, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერის შესაძლებლობების განსახილველად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლები, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:20

უნებართვოდ რეკლამის განთავსებაზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს - ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3 000 ლარით ჯარიმდება

უნებართვოდ რეკლამის განთავსებაზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს - ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3 000 ლარით ჯარიმდება
პრაიმტაიმი·12:19

ყველამ ვიცით, ვინ იგულისხმება თვითნებურად დაკავებულთა შორის. მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - ირაკლი ფავლენიშვილი

ყველამ ვიცით, ვინ იგულისხმება თვითნებურად დაკავებულთა შორის. მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - ირაკლი ფავლენიშვილი
პრაიმტაიმი·12:17

12 საათიანი განხილვის შემდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა

12 საათიანი განხილვის შემდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა
პრაიმტაიმი·12:16

ევროპის 5 დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება - საფრანგეთში ათასობით ადამიანი განათლების სფეროს რეფორმას ითხოვს და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ

ევროპის 5 დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება - საფრანგეთში ათასობით ადამიანი განათლების სფეროს რეფორმას ითხოვს და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.