ორიგინალი
მარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით
პრაიმტაიმი·11:51

მარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით

26 ნოემბერი, 2026 · 11:51

საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.

„მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ქვეყნებს გაუზიაროთ, ასევე ვისწავლოთ მათ მიღწევებზე. მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი ეროვნული პრიორიტეტებია. ჩვენი სტრატეგია შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებაზე, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალზეც ისაუბრა და ამ კუთხით ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ამ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს დასრულდა ხუთი ელექტროსადგურის მშენებლობა, მათ შორის ორი მსხვილი ქარის ელექტროსადგურისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის. წლის ბოლომდე ველით, რომ ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. მარიამ ქვრივიშვილი – მივესალმებით ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით

თემა: ჩინეთის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • ფორმულა·05:42
    აშშ-მა ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 სავაჭრო პარტნიორს ახალი ტარიფები დაუწესა
  • BM.GE·00:05
    Ka Group : ჩინეთი ზამთრის ქართული კურორტებისთვის ახალი ბაზარი შეიძლება, გახდეს
  • ალია·23:25
    “აქ ვერ გიშველის ვერც ჩინეთი, ვერც ბახრეინი და ვერც უზბეკეთი” – დავით ზურაბიშვილი
  • კომერსანტი·19:53
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?
ჩინეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:20

უნებართვოდ რეკლამის განთავსებაზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს - ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3 000 ლარით ჯარიმდება

უნებართვოდ რეკლამის განთავსებაზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს - ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3 000 ლარით ჯარიმდება
პრაიმტაიმი·12:19

ყველამ ვიცით, ვინ იგულისხმება თვითნებურად დაკავებულთა შორის. მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - ირაკლი ფავლენიშვილი

ყველამ ვიცით, ვინ იგულისხმება თვითნებურად დაკავებულთა შორის. მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - ირაკლი ფავლენიშვილი
პრაიმტაიმი·12:17

12 საათიანი განხილვის შემდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა

12 საათიანი განხილვის შემდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა
პრაიმტაიმი·12:16

ევროპის 5 დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება - საფრანგეთში ათასობით ადამიანი განათლების სფეროს რეფორმას ითხოვს და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ

ევროპის 5 დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება - საფრანგეთში ათასობით ადამიანი განათლების სფეროს რეფორმას ითხოვს და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.