„მის სამყარო 2026“ - პირველი დედა კონკურსის გამარჯვებულთა ისტორიაში
„მის სამყარო“ 2026-ის ვინაობა ცნობილია. ეს ტიტული პუერტორიკოელმა ჯენიფერ ბარეტომ დაიმსახურა, რომელიც 27 წლისაა. გვირგვინი, რომელიც 18-კარატიანი თეთრი ოქროთითა და 3 ათასზე მეტი ბრილიანტითაა შემკული, ჯენიფერ გასული წლის გამარჯვებულმა გადასცა.
უცხოური მედიის ცნობით, ის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში, პრევენციის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. ის მავნე ქმედებების თავიდან აცილებისა და ჯანსაღი საზოგადოებრივი გარემოს ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობს. პროფესიით ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკია.თავისუფალ დროს კითხვასა და ფრენბურთს უთმობს. აქტიურადაა ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაშიც. მათ შორის, თანამშრომლობს პუერტო-რიკოს ბავშვთა დიაბეტის ასოციაციასთან.
გამარჯვებულის შესახებ კიდევ ერთი განსაკუთრებით საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერი "მის სამყაროს" ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ეს ტიტული დედის სტატუსით მოიპოვა. მას ქალიშვილი, სახელად პენელოპე ჰყავს.
