ორიგინალი
პოლონური მედია: ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა
პრაიმტაიმი·19:51

პოლონური მედია: ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა

25 ნოემბერი, 2026 · 19:51

ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა. ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF 24 იუწყება.

ცვლილებები მოლაპარაკებების ორ მიმართულებას - სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტს ეხება, რომელთა გახსნაც უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე სურს. პოლონური მედიის ცნობით, ახალი დებულებები ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მგრძნობიარე უკრაინული აგროპროდუქციის წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, დოკუმენტში გაწერილია უკრაინული მეურნეობებისთვის დოტაციების გაცემის სპეციალური წესები და გარდამავალი პერიოდი კაბოტაჟისთვის, რაც ქვეყნის შიგნით უცხოელი გადამზიდავების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებს გულისხმობს.

„პოლონეთს კიდევ უფრო დეტალური დამცავი მექანიზმები სურს“, - განუცხადა RMF 24-ს პოლონელმა დიპლომატმა.

მოლაპარაკებების პოზიციის პროექტში აღნიშნულია, რომ „შესაძლოა, საჭირო გახდეს გარდამავალი პერიოდების ან მიზნობრივი სპეციალური გადაწყვეტილებების შემოღება“, რაც უკრაინული მეურნეობებისთვის ევროკავშირის დოტაციებსა და ბაზარზე ყველაზე მგრძნობიარე აგროპროდუქციის დაშვებას შეეხება. საუბარია, კერძოდ, მარცვლეულზე, ფრინველის ხორცზე, კვერცხსა და შაქარზე, თუმცა დოკუმენტში ისინი პირდაპირ დასახელებული არ არის.

ჟურნალისტების შეფასებით, ამ ნაბიჯით ბრიუსელი პოლონეთისა და სხვა წევრი ქვეყნების შეშფოთებას ეხმაურება. 2023 წელს პოლონურ ბაზარზე უკრაინული აგროპროდუქციის დიდი ნაკადის შემოსვლას ადგილობრივი ფერმერების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ უფრო იაფ იმპორტს კონკურენციას ვერ უწევდნენ, რაც საბოლოოდ საზღვრის ბლოკადასა და იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ბრიუსელთან დავაში გადაიზარდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. პოლონური მედია: ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 160 სტატია.

  • რუსთავი 2·21:51
    შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ
  • პოსტივი·20:55
    ეკა სეფაშვილი ნიდერლანდურ გამოცემა NieuwRechts-თან ინტერვიუში: ევროკავშირში გაწევრიანებას იარაღად იყენებენ – საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, თუმცა უარს ამბობს ბრიუსელის პოლიტიკურ ზეწოლას დაემორჩილოს
  • აჭარის ტელევიზია·20:53
    მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტი და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა- ამ საკითხებს ეძღვნება ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი, რომელიც დღეს ბრიუსელში დაიწყო
  • ფორმულა·20:45
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
ევროკავშირისუკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·23:58

VIDEO: მომღერალი ქეთი გომართელი და გიორგი მეტრეველი დაქორწინდნენ – კადრები წვეულებიდან

VIDEO: მომღერალი ქეთი გომართელი და გიორგი მეტრეველი დაქორწინდნენ – კადრები წვეულებიდან
პრაიმტაიმი·23:53

„იბერიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

„იბერიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
პრაიმტაიმი·23:48

„სიკეთით, სიყვარულითა და კეთილშობილებით სავსე ახალგაზრდა იყო...“ - 133-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„სიკეთით, სიყვარულითა და კეთილშობილებით სავსე ახალგაზრდა იყო...“ - 133-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
პრაიმტაიმი·23:00

დაძაბულობა ბათუმში - „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დაძაბულობა ბათუმში - „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.