ორიგინალი
ფაქტები დაიდო, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში - როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკოს გასაშავებლად, ადამიანური რესურსების შესაქმნელად, პირდაპირ იყვნენ ჩართული PVT-ის გაყალბებაში, არაფერი გამოუვიდათ საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის - პრემიერი
პრაიმტაიმი·23:15

ფაქტები დაიდო, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში - როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკოს გასაშავებლად, ადამიანური რესურსების შესაქმნელად, პირდაპირ იყვნენ ჩართული PVT-ის გაყალბებაში, არაფერი გამოუვიდათ საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის - პრემიერი

28 ნოემბერი, 2026 · 23:15

ფაქტები დაიდო პირდაპირ ამასთან დაკავშირებით, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში: როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკოს გასაშავებლად, ადამიანური რესურსების შესაქმნელად. პირდაპირ იყვნენ ჩართული “პივიტის“გაყალბებაში — პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ.

„პირდაპირ იყო ჩართული USAID-ი ამ გაყალბებული შედეგების დამალვაში, რაც შემდეგ ISFED-ის ხელმძღვანელმაც აღიარა. პირდაპირ თქვა, რომ USAID-მა იცოდა ბევრად უფრო ადრე, აღიარებამდე, PVT-ის გაყალბების თაობაზე. ამ დროს ჩვენს თანაგუნდელებს ჰქონდათ კომუნიკაცია USAID-ის შესაბამის თანამდებობის პირთან, რომელიც თავხედურად გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მიგვექცია PVT-ის ამ გაყალბებული შედეგებისთვის და ამის საფუძველზე დასკვნები უნდა გამოგვეტანა და ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. აი, ეს არის USAID-ის მონაწილეობა რევოლუციურ პროცესებში. რაც შეეხება USAID-ის კიდევ ერთ მონაწილეობას და შესაბამისი სუბიექტების მონაწილეობას — აქ USAID-ი კონკრეტულად არ იყო გამოკვეთილი, მაგრამ ახლოს იყვნენ ის ადამიანები, ვინც იყვნენ 2022 წლის აპრილში, როდესაც ბაკურიანში შედგა ცნობილი შეკრება, სადაც დაიგეგმა კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ რევოლუციური პროცესები, იქ USAID-თან ძალიან ახლოს მდგომი ადამიანები ჩავიდნენ და ამაგრებდნენ ამ რადიკალებს: NGO-ებს, პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს. პირდაპირ მონაწილეობდნენ ეს ადამიანები ტრენინგში, ცნობილ აკერმანის ტრენინგში, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ხელისუფლების დამხობას. აი, ეს იყო პირდაპირ მათი მონაწილეობა რევოლუციურ პროცესებში. ესეც სცადეს, ისეც სცადეს, არაფერი არ გამოუვიდათ, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ფაქტები დაიდო, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში - როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკოს გასაშავებლად, ადამიანური რესურსების შესაქმნელად, პირდაპირ იყვნენ ჩართული PVT-ის გაყალბებაში, არაფერი გამოუვიდათ საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის - პრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.