ორიგინალი
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
პრაიმტაიმი·16:34

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

28 ნოემბერი, 2026 · 16:34

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. პროკურორებმა სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში და მარტვილის რაიონის კერძო სკოლა “სხივში”,

მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და მის ფორმებზე, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამართლებრივ მექანიზმებზე. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებზე, ძალადობის ადრეულ ეტაპზე ამოცნობაზე, პრევენციასა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის დროული შეტყობინების მნიშვნელობაზე.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა პროკურატურის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი სამართლებრივი პასუხები მოისმინეს.

შეხვედრების მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება.

16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

აღსანიშნავია რომ საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. მიმდინარე წელსაც, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·19:09

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი
პრაიმტაიმი·17:07

აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა ან გადადო ასობით ავიარეისი

აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, გაუქმდა ან გადადო ასობით ავიარეისი
პრაიმტაიმი·16:44

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დამნაშავე მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დამნაშავე მისივე ძაღლის დახმარებით იპოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.