ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს
ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
