ორიგინალი
რატომ არ ემთხვევა ზოგადი პროგნოზი ყოველთვის – რამაზ გიგაური მზის ნიშნისა და ასცენდენტის განსხვავებაზე
პრაიმტაიმი·00:31

რატომ არ ემთხვევა ზოგადი პროგნოზი ყოველთვის – რამაზ გიგაური მზის ნიშნისა და ასცენდენტის განსხვავებაზე

29 ნოემბერი, 2026 · 00:31

მზე თუ ასცენდენტი - რომელი ნიშნით წავიკითხოთ პროგნოზი?

ალბათ დავკვირვებივართ, რომ ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ყოველთვის არ ემთხვევა. ეს იმიტომ, რომ უმეტესობა მას მხოლოდ მზის ნიშნის მიხედვით კითხულობს.

მზის ნიშნის პროგნოზის წაკითხვა, ცხადია, შეცდომა არ არის. პირიქით, ეს ძალიან იოლია, რადგან საკუთარი მზის ნიშანი ყველამ იცის. თუმცა აქ ერთ საინტერესო ფაქტს უნდა შევეხოთ: ძველ ბერძნულში სიტყვა „ჰოროსკოპი“ (Horo-skopos - „დროზე დამკვირვებელი“ ან „საათზე დამკვირვებელი“) მზის ნიშანს კი არა, სწორედ ასცენდენტს ნიშნავდა. მზის ნიშნის პროგნოზი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში, მაშინდელ პრესაში გამოჩნდა. საქმე ის იყო, რომ გაზეთის მკითხველებმა, საკუთარი დაბადების დროისგან (საათისგან) განსხვავებით, დაბადების დღე ყოველთვის იცოდნენ.

არადა, სრული სურათის დასანახად, მზის ნიშანთან ერთად, სასურველია, ზოგად პროგნოზს თქვენი ასცენდენტის ნიშნის მიხედვითაც გაეცნოთ. ასცენდენტი პირველი სახლის საწყისი წერტილია. ის ადამიანის ტემპერამენტს, ვიტალურობას, გარე სამყაროში გამოვლენის სტილსა და მთელი ჰოროსკოპის სახლების განლაგებას განსაზღვრავს. მარტივად რომ ვთქვათ:

მზის ნიშანი გაჩვენებთ, რა ხდება თქვენს შიგნით - როგორია თქვენი ნება, მოტივაცია და მოვლენებისადმი ცნობიერი დამოკიდებულება.

ასცენდენტი (ASC) კი გაჩვენებთ, კონკრეტულად რა მოვლენა ხდება გარეთ და ცხოვრების რომელ სფეროს ეხება ის. ეს ორი ნიშანი ერთმანეთს არ გამორიცხავს - ისინი ერთმანეთს ავსებენ.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: ასცენდენტი დაახლოებით ყოველ 2 საათში იცვლება, ამიტომ მისი დადგენა მხოლოდ დაბადების ზუსტი საათით, წუთითა და ადგილით შეიძლება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. რატომ არ ემთხვევა ზოგადი პროგნოზი ყოველთვის – რამაზ გიგაური მზის ნიშნისა და ასცენდენტის განსხვავებაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.