ორიგინალი
როგორი შედეგით სრულდება საქართველოში "შავი პარასკევი" - კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლების მიმართვებმა იმატა
პრაიმტაიმი·22:54

როგორი შედეგით სრულდება საქართველოში "შავი პარასკევი" - კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლების მიმართვებმა იმატა

29 ნოემბერი, 2026 · 22:54

რეკლამები, შეთავაზებები და ფასდაკლებები - რიგები სავაჭრო ცენტრებთან, მაღაზიებთან, გასახდელებთან და სალაროებთან, მომხმარებლები სავსე კალათებით, კალათებში ბავშვებით, ბევრი პარკით. სასურველი ნივთები დასწრებაზე და განსაკუთრებული მობილიზება ონლაინ სივრცეშიც.

ასე გამოიყურება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში "შავი პარასკევი" - აქცია არც ისე პოზიტიური სახელით, მაგრამ მომგებიანი შოპინგის დაპირებით.

ამ დროს ბიზნესი უდავოდ სარგებლობს მაღალი გაყიდვებით, თუმცა მომხმარებელი ყველა შემთხვევაში მოგებული არ რჩება და პირიქით, ხშირად მარკეტინგის მსხვერპლი ხდება.

გამონაკლისი არც წლევანდელი "შავი პარასკევია" და ეს კონკურენციის სააგენტოში შესული შეტყობინებებითაც დასტურდება.

პროცენტული მაჩვენებლით უკმაყოფილო მომხმარებლების უმრავლესობა თავს ონლაინ შოპინგის მსხვერპლად მიიჩნევს, ფიზიკური ვაჭრობისას კი ისინი უბრალოდ კარგად მომზადებული მარკეტინგის ხაფანგში ექცევა. ფასდაკლების გამო ყიდულობს დაგეგმილზე მეტს და აკეთებს არასაჭირო, იმპულსურ შენაძენს. მომხმარებლის ფსიქოლოგია კარგად იცის ბიზნეს სექტორმა და გათვლასაც ამაზე აკეთებს.

სწორედ ასეთი დაგეგმილი აქციების შედეგია ფეხსაცმელი, რომელიც მომხმარებელს ტექნიკის სექციაში გასძვრა და ჭყლეტაში ვერ შეამჩნია. სხვა მომხმარებელს კი ბრძოლად ქცეული შოპინგისას დაღლილს ავეჯის სექციაში ჩაეძინა.

ასე, "შავი პარასკევი" ხშირად კომიკურ და ხანაც საშიშ ატრაქციად იქცევა.

"შავი პარასკევი" მართლაც არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან არის და სათავეს 50-იანი წლების ამერიკიდან იღებს, როდესაც პოლიციელებმა მადლიერების დღესასწაულის შემდეგი პარასკევის აღსანიშნად მოიგონეს. მოგვიანებით კი ვაჭრებმა მოგების გაზრდისთვის გამოიყენეს.

საქართველოში "შავი პარასკევის" კონცეფცია 2010 წლიდან გამოჩნდა და ახლა პოპულარობის პიკშია. თუ ადრე ფასდაკლების აქცია მხოლოდ ერთ დღეს ნოემბრის ბოლო პარასკევს მოიცავდა, შემდეგ მას დაემატა შაბათ-კვირის ფასდაკლებებიც, მოგვიანებით შავი პარასკევის კვირეული და ახლა უკვე ნოემბერი შოპინგის დღესასწაულად ცხადდება.

თუმცა იმისთვის, რომ "შავი პარასკევი" იყოს მომგებიანი არა მხოლოდ ბიზნესისთვის, წინასწარ უნდა მოემზადონ მომხმარებლებიც. წინასწარ გათვალონ სამიზნე შენაძენი, გადაამოწმოს რეალური და კონკურენტული ფასები, პროდუქციის ხარისხი და არ გააკეთონ იმპულსური შენაძენი. განსაკუთრებული სიფრთხილე კი უნდა გამოიჩინონ ონლაინ შოპინგისას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. როგორი შედეგით სრულდება საქართველოში "შავი პარასკევი" - კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლების მიმართვებმა იმატა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·23:10

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრაიმტაიმი·23:03

500, 800 და 1200 ლარი – ვინ მიიღებს დაფინანსებას 2027 წელს

500, 800 და 1200 ლარი – ვინ მიიღებს დაფინანსებას 2027 წელს
პრაიმტაიმი·22:41

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო მატჩს დაესწრო
პრაიმტაიმი·22:22

შეიძლება, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს... - რა სიმპტომებით ვლინდება მუნი და როგორ ვრცელდება

შეიძლება, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს... - რა სიმპტომებით ვლინდება მუნი და როგორ ვრცელდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.