სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.
შსს-ს ცნობით,აღნიშნული პირი რამდენიმე დღის წინ არის დაკავებული სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით.ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. სსკ-ის 260-ე მუხლით.
გუშინ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობისას, დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე, ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა.
დაკავებული ანზორ(დავით)ოყუჯავა დარბაზიდან გათავისუფლდა. მან მუზეუმში აღნიშნული თანამდებობა 1 თვის წინ დატოვა.
