ცნობილი პედიატრი მძიმე სენს ემსხვერპლა
ზუგდიდში ცნობილ ექიმს, პედიატრს ნატო ბესელიას გლოვობენ.
მას გულისტკივილით ეთხოვებიან ახლობლები, კოლეგები.
„დაჯერება არ მინდა, რომ აღარ ხართ. გული მტკივა. ბავშვების ჯანმრთელობაზე მზრუნველი, არ დაგინდოთ ვერაგმა სენმა.
პროფესიონალი ექიმი, დიდი გულის, ლამაზი სულის ადამიანი, საჭირო დროს ყველას გვერდით მდგომი, საიმედო და უანგარო პიროვნება.
უსამართლო და დასანანია თქვენი ნაადრევი წასვლა ამ ქვეყნიდან, ჩემში ყოველთვის დარჩებით ლამაზ, სევდიან მოგონებად. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.
ქალბატონო ნატო,თქვენს სიკეთეს საზღვარი არ ჰქონდა, სიყვარულით გქონდათ სავსე ყოველი დღე. ექიმი კი არა - ადამიანობის მაგალითი ბრძანდებოდით, თქვენი ნათელი ხსოვნა მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, - წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.
ქალაქში ცნობილი პედიატრი წლების განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მუშაობდა.
