მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანის გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირის დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში

ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში

რუსთავი 2

უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ, რომ ენერგეტიკულ სამიზნეებზე იერიშს არ მიიტანენ - დონალდ ტრამპი

უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ, რომ ენერგეტიკულ სამიზნეებზე იერიშს არ მიიტანენ - დონალდ ტრამპი

რუსთავი 2

"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

რუსთავი 2

მიხეილ სააკაშვილი: TV "იმედი" სააკაშვილს არ დაუხურავს, TV "იმედი" დახურა გიორგი თარგამაძემ

მიხეილ სააკაშვილი: TV "იმედი" სააკაშვილს არ დაუხურავს, TV "იმედი" დახურა გიორგი თარგამაძემ

რუსთავი 2