მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"მშვიდობის საბჭომ" ღაზას სექტორთან დაკავშირებით ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს. როგორც ტრამპი წერს, დოკუმენტი ღაზაში "ჰამასისა" და ყველა სხვა შეიარაღებული ჯგუფის სრულ განიარაღებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, სექტორის მართვა ახალ, პალესტინურ მთავრობას გადაეცემა, ხოლო კონფლიქტის ზონის უსაფრთხოებას საერთაშორისო ძალები უზრუნველყოფენ.

დოკუმენტის მიხედვით, პროცესის პარალელურად, ისრაელმა ღაზას სექტორიდან ჯარი უნდა გაიყვანოს. მედიის ინფორმაციით, მხარეები ამ პირობებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. "ჰამასის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იარაღს მხოლოდ მას შემდეგ დაყრიან, რაც ისრაელი ღაზას სექტორს სრულად დატოვებს, ისრაელი კი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება.

ცნობილია, რომ ინიციატივა ტრამპის 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილია. რომელსაც კოორდინაციას "მშვიდობის საბჭო" უწევს.

"შეთანხმება კონკრეტულ ეტაპებად განხორციელდება. განიარაღების დასრულებასთან ერთად, ისრაელის სამხედრო ძალები გავლენ, საერთაშორისო სამშვიდობო ძალები კი, პალესტინის პოლიციასთან ერთად, პასუხისმგებლობას აიღებენ ღაზას უსაფრთხოებაზე.

ერთი წლის წინ სასტიკი ომი იყო. იყო ჰუმანიტარული კრიზისიც. მძევლები ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ახლა კი ჩვენ ისტორიულ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამ შეთანხმების საფუძველზე, ღაზა საბოლოოდ, პალესტინის ახალი მთავრობის ხელში იქნება, რომელიც საკუთარ ხალხს მოემსახურება", - წერს დონალდ ტრამპი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ვასილ მხეიძეს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ვასილ მხეიძეს სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

რუსთავი 2

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსთავი 2

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

რუსთავი 2