მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6%-ი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ია.

"აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, ფაქტობრივად, ყველა სექტორი მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის შედეგების მიღწევაში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი წვლილით გამოირჩევა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტი და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორები.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც მოგეხსენებათ, ექსპორტის 20%-ზე უფრო მაღალი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 6 თვის მაჩვენებლებით 62%-ზე მეტადაა გაზრდილი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული შედეგები იმ სწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

"აქ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე არის მიმართული, ასევე ის რეფორმები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში

ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში

რუსთავი 2

უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ, რომ ენერგეტიკულ სამიზნეებზე იერიშს არ მიიტანენ - დონალდ ტრამპი

უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ, რომ ენერგეტიკულ სამიზნეებზე იერიშს არ მიიტანენ - დონალდ ტრამპი

რუსთავი 2

"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"ჰეზბოლას" უდიდესი ტერორისტული ციხესიმაგრე გავანადგურეთ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

რუსთავი 2

მიხეილ სააკაშვილი: TV "იმედი" სააკაშვილს არ დაუხურავს, TV "იმედი" დახურა გიორგი თარგამაძემ

მიხეილ სააკაშვილი: TV "იმედი" სააკაშვილს არ დაუხურავს, TV "იმედი" დახურა გიორგი თარგამაძემ

რუსთავი 2