მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "აფხაზეთში ყოფნისას ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია არ მქონია“ - კობა ლიკლიკაძე
"აფხაზეთში ყოფნისას ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია არ მქონია“ - კობა ლიკლიკაძე

"აფხაზეთში ყოფნისას ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია არ მქონია“ - კობა ლიკლიკაძე

რუსთავი 210 აგვისტო, 2026, 12:21|rustavi2.ge

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენებას ამ წუთებში კობა ლიკლიკაძე აძლევს.

უკვე გამოიკითხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი და ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრი - პაატა ზაქარეიშვილი. გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტისა და სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, კობა ლიკლიკაძის განცხადებით, გამოძიებამ გიორგი ბარამიძის განცხადებების ირგვლივ არსებული ფაქტები და გარემოებები უნდა დაადგინოს. მისი თქმით, აფხაზეთის ომის პერიოდში, როდესაც თავად კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, ქართველი სამხედროების მიერ აფხაზი ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

"თქვენ ძალიან ჭკვიანი, გამოცდილი ჟურნალისტები ხართ და არ გჭირდებათ ჰერმენევტიკოსის დახმარება იმისათვის, რომ დაადგინოთ, თუ რამდენად მძიმეა ეს განცხადება, მით უმეტეს, იმ რეაქციების ფონზე, რაც მას მოჰყვა უკვე ენგურს იქითა მხრიდან. გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება ამ აჟიოტაჟის თუ სკანდალის გარშემო. მე ერთი შემიძლია ვთქვა და გავიმეორო, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მაშინ, როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, ერთხელ როდესაც გაზეთ "საქართველოს" კორესპონდენტი, მერე როგორც უკვე გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, მე არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ, არ მქონია ასეთი ინფორმაცია" - აცხადებს ჟურნალისტი, სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი კობა ლიკლიკაძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • კობა ლიკლიკაძე: როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებიმედი
  • დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყება ბარამიძის საქმეზე გამოძიებას ეხმაურებაფორმულა
  • "გადაწყვეტილების მოტივები გაუგებარია" - რუსეთი ნაურუს მიერ აფხაზეთთან ურთიერთობების გაწყვეტაზეBM.GE
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

რუსთავი 2

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

რუსთავი 2

"დიემჯი ჯგუფი" "ლაგუნა ვერეს", აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

"დიემჯი ჯგუფი" "ლაგუნა ვერეს", აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

რუსთავი 2

პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

რუსთავი 2