მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ორმაგი სტანდარტები ენერგოპოლიტიკაში - მმართველი გუნდი ევროკავშირსა და ოპოზიციას აკრიტიკებს
ორმაგი სტანდარტები ენერგოპოლიტიკაში - მმართველი გუნდი ევროკავშირსა და ოპოზიციას აკრიტიკებს

ორმაგი სტანდარტები ენერგოპოლიტიკაში - მმართველი გუნდი ევროკავშირსა და ოპოზიციას აკრიტიკებს

რუსთავი 210 აგვისტო, 2026, 21:35|rustavi2.ge

რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და რუსულ ბუნებრივ თუ თხევად აირზე სრულად უარის თქმა - ევროკავშირის გაცხადებული პოლიტიკაა. თუმცა ის რიცხვები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო კავშირებს ასახავს, სხვა ფაქტორებზე მეტყველებს. გამოცემა WELT-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარდეს.

გერმანულ გამოცემაში დათვლილია როგორც ივნისის თვის მონაცემები, ასევე ის თანხა, რომელსაც რუსეთი ერთი დღის განმავლობაში იღებს ევროკავშირის ქვეყნებიდან თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან.

მმართველი გუნდის ოპონენტებს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ოფიციალურ ფაქტებზე დეტალური საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ ქვეყნების ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა - გაზრდიან თუ არა რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვას.

ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა სახელისუფლებო გუნდისთვის ოპონენტების ეს პოზიციაც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად არიდებს თავს ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს. მმართველი პარტიის წევრებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სანქციებთან მიერთების მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც თავად ევროკავშირი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აფართოებს.

ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდის პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით 21-ე პაკეტი ივლისის ბოლოს მიიღო. ახალი პაკეტი რუსული ენერგორესურსების შეზღუდვას და ეკონომიკური ზომების გამკაცრებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დედის რძის უალტერნატივობა და მითები - საქართველოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

დედის რძის უალტერნატივობა და მითები - საქართველოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

რუსთავი 2

კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი - 10-ზე მეტ აეროპორტში ფრენები შეჩერდა

კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი - 10-ზე მეტ აეროპორტში ფრენები შეჩერდა

რუსთავი 2

20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

რუსთავი 2

მასშტაბური ხანძრები ევროპასა და კანადაში - ათასობით ევაკუირებული, განადგურებული ტყეები და მსხვერპლი

მასშტაბური ხანძრები ევროპასა და კანადაში - ათასობით ევაკუირებული, განადგურებული ტყეები და მსხვერპლი

რუსთავი 2