მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მასშტაბური ხანძრები ევროპასა და კანადაში - ათასობით ევაკუირებული, განადგურებული ტყეები და მსხვერპლი
მასშტაბური ხანძრები ევროპასა და კანადაში - ათასობით ევაკუირებული, განადგურებული ტყეები და მსხვერპლი

მასშტაბური ხანძრები ევროპასა და კანადაში - ათასობით ევაკუირებული, განადგურებული ტყეები და მსხვერპლი

რუსთავი 210 აგვისტო, 2026, 21:43|rustavi2.ge

მეხანძრეები და სამხედრო საგანგებო სიტუაციების დანაყოფები აღმოსავლეთ ესპანეთში კასტელის რეგიონში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. ქალაქ კატიში სტიქიის ეპიცენტრიდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ახლომდებარე ქალაქ ტირიგში კი ცეცხლმა 19 კილომეტრის პერიმეტრზე მინიმუმ 700 ჰექტარი გაანადგურა. მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან სეგოვიას მთიანეთში, ცენტრალურ ესპანეთსა და სამხრეთ უელვას პროვინციაშიც. ასობით ქვეით მაშველთან ერთად სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია ავიაციაც.

ტყის ხანძრები მძვინვარებს საფრანგეთშიც. ცეცხლის ახალი კერა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სენ-ჟან-დილაკში გაჩნდა.

საფრანგეთის ქალაქ ლე პორჟიდან მასშტაბური ხანძრის გამო ევაკუირებულ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. მაცხოვრებლების ნაწილს ადგილზე დამწვარი სახლები და განადგურებული ნივთები დახვდათ. ფრანგმა სამართალდამცველებმა ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 166 არასრულწლოვანია.

აგვისტოს დასაწყისში გავრცელებულმა ხანძრის კერებმა საბერძნეთის არაერთი მუნიციპალიტეტიც მოიცვა. ატიკას მახლობლად სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და მწვანე საფარი გაანადგურა. დამწვარია ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და მინდვრები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადამიანებთან ერთად სტიქიის ზონას ტოვებენ ცხოველებიც.

ნიდერლანდებში, ლიმბურგის პროვინციაში გაჩენილი ხანძრის გამო განადგურდა ტყის საფარი. ცეცხლი გავრცელდა რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ, რის გამოც მატარებლით მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

200-მდე ადამიანის, მათ შორის ტურისტების ევაკუაცია მოხდა 8 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შემდეგ იტალიაში, გარდას ტბის დასავლეთ სანაპიროზეც. სერბეთში კი ტყის ხანძრის შედეგად 300 ჰექტარზე მეტი ფიჭვნარი დაიწვა. სტიქიას ათობით მეხანძრე და პოლიციის ვერტმფრენები ებრძვიან. ტყის ხანძრების ლოკალიზებაში 200-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული ალბანეთშიც.

ევროპის გარდა მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს კანადაშიც. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სწრაფად გავრცელებული ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის ზონის დატოვება 20 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია.

კანადაში ხანძარი, რომელიც 7 აგვისტოს გაჩნდა, ამ დროისთვის დაახლოებით 136 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. პოლიციის განცხადებით, ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 80 წლის ქალი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • POLITICO: საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნებს ჩაატარებსიმედი
  • 500-კილოვოლტიანი „იმერეთი“ და შეფერხებული დაცვის სისტემა - სემეკის პირველადი დასკვნა მასშტაბურ ავარიაზეBM.GE
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - პარტიაში მასშტაბურ რეფორმებს აანონსებენტვ პირველი
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის მთავრობა მზადაა დაეხმაროს კოლუმბიას მიწისძვრის შემდეგ - რუბიო

აშშ-ის მთავრობა მზადაა დაეხმაროს კოლუმბიას მიწისძვრის შემდეგ - რუბიო

რუსთავი 2

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდება

რუსთავი 2

დედის რძის უალტერნატივობა და მითები - საქართველოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

დედის რძის უალტერნატივობა და მითები - საქართველოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

რუსთავი 2

კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი - 10-ზე მეტ აეროპორტში ფრენები შეჩერდა

კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 80-მდე ადამიანი - 10-ზე მეტ აეროპორტში ფრენები შეჩერდა

რუსთავი 2