
ესტონეთში მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა - პოლიტიკური კრიზისი გრძელდება
რუსთავი 2|rustavi2.ge
ესტონეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება - მმართველმა კოალიციამ ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ორმა დეპუტატმა საკუთარი პარტია დატოვა.როგორც მედია წერს, ამ პირობებში მთავრობას გადაწყვეტილებების პარლამენტში გატარება გაუჭირდება. რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უკვე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში "რეფორმისტებისა" და "ესტონეთი 200-ის" რიგებს კიდევ უფრო მეტი დეპუტატი დატოვებს, თუ გავითვალისწინებთ პარტიების რეიტინგის ვარდნას.მაისში ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, ესტონეთის მმართველი კოალიციის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge