
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.მთავრობის თავმჯდომარემ მერისი-ნამონასტრევის 3,3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის დასრულების შემდეგ გზა მერისის ხეობას შუახევის მუნიციპალიტეტთან, ღომას მთასთან დააკავშირებს, რაც მოსახლეობის გადაადგილებას გააუმჯობესებს და ტერიტორიის ტურისტულ შესაძლებლობებს გაზრდის.პარალელურად, სრული რეაბილიტაცია უტარდება მერისის საჯარო სკოლას, სადაც 100-მდე მოსწავლე სწავლობს. განახლდება სასწავლო და სპორტული სივრცეები და კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია. სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება.ზურაბ პატარაძემ გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. სამუშაოები უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება.მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ პატარაძემ ქედის განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge