
ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი უკვე 3 000 ჰექტარზეა გავრცელებული | Rustavi2
რუსთავი 2|rustavi2.ge
ბელგიაში, არდენების მთიან ნაწილში, ბუნებრივ ნაკრძალში მძვინვარე ხანძარი ბოლო 24 საათში თითქმის ორჯერ გაიზარდა. ხანძრის ეპიცენტრი გერმანიის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს.ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 250-ზე მეტი მეხანძრე, სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო დაცვის თანამშრომელი ებრძვის.
სტიქიასთან საბრძოლველად მეხანძრეები გაგზავნა გერმანიამ და ლუქსემბურგმა. ევროკავშირის მხრიდან კი სამი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავია მობილიზებული.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge