მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგო
ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგო

ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანმა ომი როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური კუთხით მოიგო

რუსთავი 217 აგვისტო, 2026, 07:19|rustavi2.ge

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანმა აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომში სრული გამარჯვება მოიპოვა.

პარლამენტში მედიასთან საუბრისას ღალიბაფმა ირანელ ხალხსა და შეიარაღებულ ძალებს სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ შეძლეს აშშ-სა და სიონისტური რეჟიმისთვის ზიანის მიყენება და მტრების ოფიციალურად გამოცხადებული გეგმების ჩაშლა.

მისი თქმით, გამარჯვება როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიურ ფრონტზე არის ირანელი ხალხის მამაცი და გულწრფელი ბრძოლის შედეგი აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ წამოწყებული "მხდალი ომის" წინააღმდეგ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველივე დღიდან ქვეყნის დასაცავად ერთად დადგნენ სხვადასხვა მრწამსის და ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები.

პარლამენტის თავმჯდომარემ პატივი მიაგო გასული წლის განმავლობაში დაღუპულთა ხსოვნას და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ისლამური რევოლუციის ლიდერს, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის, რომელმაც თავი სამშობლოსა და რევოლუციას მიუძღვნა.

ღალიბაფმა ასევე შეაფასა ირანული მედიის როლი "12-დღიანი ომისა" და "რამადანის ომის" დროს და აღნიშნა, რომ ოფიციალურ მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, მოსახლეობას ამ დიდი გამარჯვების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია და საზოგადოებაში სიამაყის განცდა განამტკიცოს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაციაBM.GE
  • WP: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპით უკმაყოფილონი არიან, რადგან ის ირანთან შეთანხმებას ვერ აღწევსიმედი
  • ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთის სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივებზე არაზუსტი ცნობებით საუბრობსფორმულა
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: ლიდერების დროულმა დანიშვნებმა მტრის გათვლები ჩაშალა

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი: ლიდერების დროულმა დანიშვნებმა მტრის გათვლები ჩაშალა

რუსთავი 2

Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა

Ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა სამეგრელოში გასტროლები დაასრულა

რუსთავი 2

ქვემო ქართლის აგრარული პოტენციალი: შვეიცარიული სკოლა, წარმატებული საწარმოები და მხარდაჭერა ფერმერებს

ქვემო ქართლის აგრარული პოტენციალი: შვეიცარიული სკოლა, წარმატებული საწარმოები და მხარდაჭერა ფერმერებს

რუსთავი 2

აშშ-ში სტიქიას ებრძვიან - ინდიანაში 10-მდე ადამიანი დაიღუპა, ჰავაიზე კი ქარიშხალმა "ლალამ" მძიმე ვითარება შექმნა

აშშ-ში სტიქიას ებრძვიან - ინდიანაში 10-მდე ადამიანი დაიღუპა, ჰავაიზე კი ქარიშხალმა "ლალამ" მძიმე ვითარება შექმნა

რუსთავი 2