მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მცირე მეწარმეებისთვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხი და 80%-იანი სახელმწიფო გარანტია
მცირე მეწარმეებისთვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხი და 80%-იანი სახელმწიფო გარანტია

მცირე მეწარმეებისთვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხი და 80%-იანი სახელმწიფო გარანტია

რუსთავი 217 აგვისტო, 2026, 21:36|rustavi2.ge

ერთ დღეს ერეკლე ანჯაფარიძემ იდეა ბიზნესპროექტად აქცია და კარგად ნაცნობი იტალიური პროდუქტი - ფოკაჩას პური - უკვე საქართველოში დაამზადა. ექვსი თვის წინ მან მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხი მიიღო, რომლითაც წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. დღეს მის კვების ობიექტს ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

ეს მცირე საწარმო გიორგი აბაშიძემაც სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნა. ორი თვის წინ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პლასტმასის ნივთების გამოყენება აიკრძალა, მან წარმოებაში შაქრის ლერწმის ნედლეულის გამოყენება დაიწყო. საწარმო დღეში თითქმის 200 000 ბიოდეგრადირებად საწრუპს ამზადებს. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მან საჭირო დანადგარებიც შეიძინა და მომავალშიც პროგრამით სარგებლობას გეგმავს.

მცირე მეწარმეებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო პროგრამას აფართოებს. დღეიდან ყველა მეწარმეს 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება შეეძლება. სესხზე ასევე მოქმედებს სახელმწიფოს 80%-იანი გარანტია. პროგრამაში განმეორებით ჩართვის შემთხვევაში სესხის მოცულობა 70 000-დან 150 000 ლარამდე გაიზრდება. ბენეფიციარები ასევე ისარგებლებენ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.

გაფართოვდა სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალიც. ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პროგრამა მცირე მეწარმეებისთვის ბევრ შესაძლებლობას ქმნის და ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდას შეუწყობს ხელს.

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს ამოქმედდა. ამ პერიოდში გაიცა 1 837 სესხი, დამტკიცებული სესხების ჯამურმა მოცულობამ კი 83 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებს

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებს

რუსთავი 2

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ

რუსთავი 2

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - ქართველმა მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - ქართველმა მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

რუსთავი 2

დაბზარული კედლებიდან სრულად განახლებულ ინფრასტრუქტურამდე - 11 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

დაბზარული კედლებიდან სრულად განახლებულ ინფრასტრუქტურამდე - 11 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

რუსთავი 2