მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დაბზარული კედლებიდან სრულად განახლებულ ინფრასტრუქტურამდე - 11 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება
დაბზარული კედლებიდან სრულად განახლებულ ინფრასტრუქტურამდე - 11 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

დაბზარული კედლებიდან სრულად განახლებულ ინფრასტრუქტურამდე - 11 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

რუსთავი 217 აგვისტო, 2026, 21:41|rustavi2.ge

დაბზარული კედლები, დაზიანებული გარე ფასადი, მოძველებული ელექტროგაყვანილობა და საკლასო ოთახები - ეს რეალობა ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლაში მალე შეიცვლება. ამჯერად 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა მოზარდებს სრულიად განახლებული დაუბრუნდება.

ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ერთ თვეში გამოვლინდება კომპანია, რომელიც ქუთაისში კიდევ ერთ სასწავლო დაწესებულებას ჩაუტარებს რეაბილიტაციას. შედეგად, მე-5 საჯარო სკოლაში მოსწავლის სრულფასოვან განათლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შეიქმნება. სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და საინჟინრო სისტემები.

სკოლების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. სკოლა განახლდება თელავში. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ტყიბულში, ხონსა და ბორჯომში. სრული რემონტი ჩაუტარდება რუსთავსა და დმანისში მდებარე სკოლებს. სასწავლო დაწესებულებები განახლდება მესტიისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. 50 წლის შემდეგ განახლებული იერსახით დაუბრუნდება მოსწავლეებს სკოლა დაბა ჟინვალშიც.

სკოლების მასშტაბური განახლების პროგრამას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 11 სკოლის განახლებაში სახელმწიფო დაახლოებით 130 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განახლება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასწავლო პროგრამების შემუშავება და ახალი სტანდარტების დანერგვა მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოს ქმნის. უსაფრთხოების სისტემების დანერგვა, სკოლების შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა იქნება ის კომპლექსური მიდგომა, რომელსაც პროექტების შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილიBM.GE
  • კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდაფორმულა
  • ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინაიმედი
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებს

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებს

რუსთავი 2

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენ

რუსთავი 2

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - ქართველმა მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - ქართველმა მოსწავლეებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

რუსთავი 2

საძინებელში დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი - წყნეთის ქუჩაზე ნარკოდანაშაულისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს

საძინებელში დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი - წყნეთის ქუჩაზე ნარკოდანაშაულისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს

რუსთავი 2