მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

მმართველი გუნდისთვის დავით საყვარელიძის განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ღალატის კიდევ ერთი აღიარებაა. ყოფილმა პროკურორმა აგვისტოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე ნახევარი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი. სახელისუფლებო პარტიის შეფასებით, ყოფილი მაღალჩინოსნები, წლებია, გარე დავალებებს ასრულებენ და სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დავით საყვარელიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე იაგო ხვიჩიას გადაცემაში ისაუბრა. თქვა, რომ ომის პირველ დღეებში რუსეთიც მოუმზადებელი იყო, საქართველო კი მაშინ, საყვარელიძის თქმით, უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა. გაიხსენა დევი ჭანკოტაძის სატელეფონო ზარებიც, როცა გენერალი მას ტექნიკას სთხოვდა.

საყვარელიძის განცხადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა" ყველა იმ დანაშაულის აღიარებად აფასებს, რომელიც, პოლიტიკოსების თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩაიდინა. მმართველ გუნდში კი აქცენტს ყოფილი ხელისუფლების მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და განცხადებებზე აკეთებენ.

როგორ გადაურჩა საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვას 2008 წლის აგვისტოს ომში - დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში აღიარა, რომ ქვეყანა მოუმზადებელი იყო და უდიდესი საფრთხის წინაშე იდგა. ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსანს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია. კომენტარზე უარს ამბობენ მისი ყოფილი თანაპარტიელები.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2