მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება
"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 224 აგვისტო, 2026, 22:02|rustavi2.ge

მრავალწლიანი მუსიკალური მოღვაწეობა, ადგილი მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინეებს შორის და ისტორია, რომელიც დღესაც გრძელდება - ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალმა მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ხელოვანები ერთ სცენაზე კიდევ ერთხელ გააერთიანა.

2026 წლის "ღამის სერენადები" ამჯერად განსხვავებულია - შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება.

ფესტივალი 19 აგვისტოს, ბორჯომში გაიხსნა და საქართველოს ზღვისპირა ქალაქში გადაინაცვლა. ბათუმის დრამატულ თეატრში მსმენელის წინაშე ანდრეს გაბეტა, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, მარიამ მაჩიტიძე და ფესტივალის საბაზო ორკესტრი - "საქართველოს ვირტუოზები" წარდგნენ.

ბათუმის რიგით მესამე, დასკვნითი კონცერტი ხვალ გაიმართება. პროექტს "ტანგო ოპერაციონეს" ვარსკვლავური შემადგენლობა წარადგენს, მათ შორის - არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, იტალიელი შემსრულებელი გლორია კამპანერია.

მუსიკალური დღესასწაული, რომელიც ერთგვარი ხიდია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, 20 სექტემბერს, თბილისში დასრულდება.

მუსიკალური პრემიერები, გამორჩეული საღამოები და მსოფლიო ვარსკვლავები - "ღამის სერენადები" ლიანა ისაკაძემ 44 წლის წინ დააარსა და მას შემდეგ ქართველი მსმენელის მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

რუსთავი 2

როგორი ამინდი იქნება 25 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 25 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

რუსთავი 2

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

რუსთავი 2

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2