მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

მელომანებმა ნუცა ბუზალაძის LIVE-კონცერტი ოვაციებით შეაფასეს. გუშინ, ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა გრემის აკადემიის ქართველი წევრის შოუს უმასპინძლა.

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა. ქართული და არა მხოლოდ ქართულენოვანი მუსიკალური ნომრები, ორიგინალური აკომპანემენტით, საინტერესო სცენოგრაფიით, ქორეოგრაფიით, რეჟისურით მაყურებლამდე არტისტმა მისთვის დამახასიათებელი ენერგეტიკით მიიტანა. ამბობს, რომ მან თავი არ დაზოგა და ამ პროექტში ჩადებული შრომა ერთგული მსმენელისგან მთელი საღამოს განმავლობაში, მათი უკუკავშირით უკან დაიბრუნა.

ნუცა ბუზალაძესთან ერთად, ამ შოუზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა. ყველაზე თვალსაჩინო სცენაზე მომღერლის იმიჯის ხშირი ცვლილება იყო.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ამერიკელი მუსიკოსებიც იდგნენ. პროექტს ქართულ-ამერიკული კულტურების კოლაბორაციის სტატუსი სწორედ შტატებიდან სპეციალურად ამ შოუსთვის ჩამოსულმა ბენდმა მიანიჭა.

ინტერნაციონალური შემადგენლობით, პროექტზე გუნდმა მთელი ზაფხულის განმავლობაში იმუშავა და, ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში მაყურებელმა მონატრებული არტისტის პერსონალური შოუც იხილა. ეს კონცერტი მომღერლისთვის მხოლოდ ერთი საღამოს ამბავი არ ყოფილა - ნუცას LIVE-შოუ, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, შემოდგომაზე უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება.

მომღერალს სხვა გეგმებიც აქვს - შემოდგომაზე დღის სინათლეს იხილავს ნუცა ბუზალაძის ახალი ალბომიც. იგეგმება არაერთი ღონისძიება შტატებში, მაგრამ მთავარი დაპირებაა - ყოველ ჯერზე, დაბრუნება ქართულ სცენაზე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2