მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლაში განახლდება საკლასო ოთახები, დამხმარე და საერთო სარგებლობის სივრცეები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და სრულად მოერგება მოსწავლეების საჭიროებებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული სკოლა 800-მდე მოსწავლეს მოემსახურება.

"რუსთავში სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება, როგორც ქალაქისთვის, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის არის პტიორიტეტული. დღეს ადგილზე გავეცანით მე-6-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. მნიშვნელოვანია, რომ №16 საჯარო სკოლის პროექტირებაც დასრულდა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის №6 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 7.9 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

"რუსთავში მიმდინარეობს №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა. დღეს ობიექტი მოვინახულეთ და გარკვეული შენიშვნები მიეცა კონტრაქტორს. პირველ რიგში გვქონდა შენიშვნა, რომ უფრო ინტენსიური გახადონ სამშენებლო მოედანი. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში სკოლა დასრულდება, გადაეცემა რუსთვის მუნიციპალიტეტს და განათლების სამინისტროს", - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ქალაქ რუსთავში სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი რუსთავის სხვა სკოლების, მათ შორის №16 საჯარო სკოლის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტებსაც განახორციელებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2