ოფიციალური ოტავა ვაშინგტონს ტარიფებს უწესებს. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მიერ კანადური საქონლის ნაწილზე 50%-იანი ტარიფების ამოქმედებას მოჰყვა.
კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, ახალი ტარიფები 8 სექტემბრიდან ამოქმედდება და შეეხება ამერიკულ ფოლადს, რძის პროდუქტებს, ქაღალდის ნაწარმს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და ელექტრონიკას.
"როცა თავს გესხმიან, ომში ხარ. გვაქვს გეგმა და კონკრეტული მიზანი. ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ. ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია. ჩვენ ილუზიები არ გვქონია. თავიდანვე ვხედავდით, რომ ამერიკა შეიცვალა. ჩვენმა მთავრობამ ბევრზე ადრე გააზრა, რომ ამერიკა ყველა სავაჭრო ურთიერთობას გარდაქმნიდა — ტარიფებს უახლოეს მოკავშირეებსაც დაუწესებდა და ეკონომიკურ ინტეგრაციას იარაღად გამოიყენებდა. იყო ზღვარი, რომელსაც არ გადავაბიჯებდით. არ ვაპირებდით კანადის სუვერენიტეტის დათმობას, ან ჩვენი მთავარი ინდუსტრიების დაზიანებას", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტრამპმა ოტავას გადაწყვეტილება გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადას სურს, შეერთებული შტატების შტატისთვის ხელმისაწვდომი სავაჭრო უპირატესობებით ისარგებლოს, თუმცა თავად შტატი არ არის.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge