ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, ირანი უფლებას იტოვებს დაარტყას იმ ობიექტებსა და ტერიტორიებს, რომლებიც ირანზე თავდასხმებისთვის გამოიყენება.
''დიდი ხანია ჭადრაკს ვთამაშობთ. ბოლო წლებში პოკერიც ვისწავლეთ. ახლა კი ორივეს კომბინაციით ვთამაშობთ. ჩვენი პოზიცია თავიდანვე მკაფიოდ განვაცხადეთ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე KC-135 ტიპის საწვავმზიდმა თვითმფრინავმა, თუ არ ვცდები, ბულგარეთი დატოვა. როგორც თავად ბულგარელი პოლიტიკოსები და მოქალაქეები აცხადებდნენ, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერა იყო.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ ჩართულობას შეიძლება აგრესიული ქმედების შეფასება მიეცეს. შესაბამისად, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აშშ-სა და ისრაელს თავიანთი სამხედრო ბაზები, ინფრასტრუქტურა ან სხვა შესაძლებლობები მიაწოდეს, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.
ირანს არ აქვს საფუძველი, რომელიმე ქვეყნისგან საფრთხე იგრძნოს, თუ ეს ქვეყანა საკუთარ ბაზებსა და ინფრასტრუქტურას ირანის წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებებისთვის არ იყენებს. თუმცა, ირანს აქვს უფლება, დაარტყას იმ ობიექტებსა და ტერიტორიებს, საიდანაც მის წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებები ხორციელდება. ეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებაა. როგორც უკვე ვაჩვენეთ, ირანის სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების დაცვის საკითხში არავითარ დათმობაზე არ წავალთ", - განაცხადა ბაღაიმ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge