დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქს დიდი ბრიტანეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, მოლდოვისა და ლუქსემბურგის ლიდერები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვივნენ.
ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და მიმდინარე გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა:
"მოვა ის დღეც, როცა უკრაინაში მშვიდობა იქნება. ყველას გვინდა ვიცხოვროთ ისეთ დროში, რომელიც ისტორიული კი არა, უბრალოდ მშვიდი, წყნარი და უსაფრთხო იქნება. მშვიდობიან უკრაინაში. უკრაინაში, რომელმაც შეძლო და პოზიციები შეინარჩუნა. რომელმაც საკუთარი თავი და დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. სწორედ ამისთვის ვდგავართ. დაიცავით ჩვენი დამოუკიდებელი უკრაინა! გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკრაინა", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge