მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის გაიმართა საინფორმაციო ვებინარი თემაზე - "როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?"

ვებინარს მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი 450-მდე მასწავლებელი დაესწრო, რომლებმაც მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ვებინარის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ კი აუდიტორიას მედიაწიგნიერების განახლებული სტანდარტი წარუდგინა, რომელიც შესაბამის გზამკვლევთან ერთად უახლოეს პერიოდში ყველა მსურველი მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ვებინარის ფარგლებში მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების ექსპერტმა, თამარ დარსალიამ წარმოადგინა დეტალური პრეზენტაცია მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ და მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ პროცედურული საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლამ და მასწავლებელმა საგნის არჩევისა და სწავლებისთვის უნდა გაითვალისწინონ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობით დაიწყო "მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტი. მედიაწიგნიერება 2023 წელს ინტეგრირდა ფორმალურ განათლებაში, ხოლო სკოლების ჩართულობა და დაინტერესება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2