რუსთავი 2|rustavi2.ge
სამართალდამცველებმა გამოავლინეს და დააჯარიმეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანს მანქანის მართვის ნება მისცა.
ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მართავს ბავშვი მანქანას, სოციალურ ქსელში გავრცელდა, ფაქტი კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რეგიონში დაფიქსირდა.
პირის დაჯარიმების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების განმარტებით, პირი, რომელმაც არასრულწლოვანს მანქანის მართვის ნება მისცა, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge