"სამარცხვინო, მანიპულატორი ნარცისი, მავნებლური ამოცანები" - ოპოზიციურ ფლანგზე თავდასხმები გრძელდება. სააკაშვილი-გვარამიას დაპირისპირების ფონზე, ბრალდებები ისმის ყოფილ თანაგუნდელებსა და თანამოაზრეებს შორის. მიხეილ სააკაშვილს ამჯერად "ფედერალისტები" აკრიტიკებენ.
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მორიგ პოსტს უძღვნის და მას მანიპულატორს უწოდებს.
"შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ.
ეგაა მის მავნებლურ ამოცანებში ხელის შეშლა და არა თავის მართლება და არგუმენტირებული მსჯელობა. ჩემი თუ არ გჯერათ, მანიპულატორ ნარცისზე დაგუგლეთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
საპასუხოდ, სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.
"სამარცხვინო სანახავია! ფუჰ……
"ჩერგოს ჩირგვებში" უკეთესი "კეთილდღეობის" იმედით "ალიანსი-პასიანსი".
ვაი თქვენს პატრონს "პაივცემულებო" - წერს თაკო ჩარკვიანი.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge