მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა.

ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატ ლანა ცერცვაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ აქვს გრიგოლ ლილუაშვილის დანაშაულის საკმარისი მტკიცებულება.

"ჩვენ მოვერგებით იმგვარად ამ მტკიცებულებების საპასუხო პოზიციაზე ჩვენი მტკიცებულებებით, რაც საჭირო იქნება ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის აბსოლუტური უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

ბრალდების მხარეს ნამდვილად არ აქვს ის მტკიცებულებები, რითაც მათი განვითარებული ვერსია, რომ თითქოს გრიგოლ ლილუაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, სახეზე იყოს", - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, დღეს სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, შემდეგი პროცესიდან კი, დაცვის მხარის მტკიცებულებებია გამოკვლევა დაიწყება.

"გამოვიკვლიეთ გარკვეული მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებების სახით, კერძოდ კომპიუტერული დისკი და მასში არსებული ინფორმაცია. ბრალდების მხარემ, ამ ეტაპზე, დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა.

დაცვის მხარემ დაიწყო მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ დღეს წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ვვარაუდობ, რომ შემდეგ პროცესებზე ისინი დაიწყებენ მოწმეების წარმოდგენას, რომლებიც არიან მათ დასაკითხ პირთა სიაში.

რამე არსებითი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი, რაც ბრალდების მხარეს საქმეში არ უდევს, დღეს არ ყოფილა დაცვის მხარის მხრიდან გამოკვლეული.

მოწმეებს რა შეეხება, გამოკითხვის ოქმებიდან გამომდინარე რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, თუმცა ვნახოთ წარდგებიან სასამართლოს წინაშე და მოვუწევთ, რომ კითხვებს გასცენ პასუხი", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2