მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, მისი უპირატესობები და ადმინისტრაციის წარმატებული პრაქტიკა იყო. გიორგი შარაბიძემ იმ გამოცდილებასა და გზაზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში გაიარა. მან ახალგაზრდებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დეზინფორმაციასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე.

საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების, ასევე არჩევნებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ მონაწილეებს ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარიამ შეყელაძე ესაუბრა. მან ახალგაზრდებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებიც გააცნო. შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა პრაქტიკაში თავად გამოცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს.ახალგაზრდები ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360˚“. აღნიშნული გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი მოისმინეს.

შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში გაიმართა. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2