მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის "კინოლოგიის სამმართველოს" სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით, სგპ "სარფში" ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი ძაღლის მიერ გამოვლენილი მანიშნებელი/საეჭვო რეაქციის საფუძველზე, შეაჩერეს მგზავრი.

"სამართალდამრღვევი მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი კუთვნილი სამგზავრო ზურგჩანთის დეტალური დათვალიერების შედეგად, თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი.

საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენას სპეციალურად გაწვრთნილი 36 ძაღლი ახორციელებს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2