მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
"წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:
• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;• ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.• ყველი - 2 კგ;• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;• უკრემო ნამცხვარი• კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უზრუნველყოფს", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge