მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ირაკლი ხაზალია, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლალი მოროშკინას. 500 ლარი დაეკისრა ზაალ ცხადაიას ფრიდონ ინჯიას წინააღმდეგ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის. კიდევ ორი საქმის განხილვა ბოლნისისა და მცხეთის რაინულ სასამართლოებში რამდენიმე დღით გადაიდო.

“დღეს ჩანიშნული იყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი გელიაშვილის სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომა. აღნიშნულ პიროვნებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ქალბატონ ლალი მოროშკინას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში თავად ქალბატონმა ლალი მოროშკინამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით და მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების განხორციელება. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მონიტორინგს ახორციელებს ღია წყაროებზე დაყრდნობით. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ საქმეებთან დაკავშირებით, ზოგადად სამმართველოს მხრიდან მონიტორინგი მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და ცხადია, მისასალმებელი არის ის, ასე ვთქვათ, დადებითი ტენდენცია, რაც აღინიშნება სიძულვილის ენის შემცირებასთან მიმართებით სოციალურ სივრცეში." - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, ანი კაკიაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი ამინდი იქნება 25 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 25 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

რუსთავი 2

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

რუსთავი 2

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2