
ვიზიტორები საქართველოს რეგიონებიდან, საზაფხულო ბანაკის მონაწილეები, სკოლის მოსწავლეები და უცხოელი მოგზაურები - ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, ერთ თვეში, 10 800 სტუმარი ჰყავდა
ვიზიტორები საქართველოს რეგიონებიდან, საზაფხულო ბანაკის მონაწილეები, სკოლის მოსწავლეები და უცხოელი მოგზაურები - ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800 სტუმარი ჰყავდა. სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ჰაბის მიმართ ინტერესი მზარდია. ტექნოჰაბში მისულებს ძირითადად სტარტაპების, ინჟინრებისა და დეველოპერების სამუშაო სივრცეები აინტერესებთ.
ტექნოლოგიურ ცენტრში ლითონის სამი D პრინტერით აღჭურვილი სივრცეებია განთავსებული. ჰაბი ქართული AI-ს მძლავრ მონაცემთა ბაზას, ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, სამეწარმეო სივრცეებს და რობოტექნიკის ექსპერიმენტულ ლაბორატორიებს აერთიანებს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ უახლესი კომპლექსი არა უბრალოდ ახალ ინფრასტრუქტურად, არამედ განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების რეალურ მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდა.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე იმ საგანმანათლებლო პროცესზე საუბრობს, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემის შექმნაზეა ორიენტირებული. სურვილის შესაბამისად, "თუმო" ქუთაისის ცენტრის სხვადასხვა პროგრამაში სექტემბრიდან 1200-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება. მათი მთავარი ინტერესები პროგრამირებას, რობოტიკასა და ელექტრონიკას უკავშირდება.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი 24 ივლისს გაიხსნა. პროექტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინვესტიციაა, რომლის მთავარი მიზანი რეგიონის წამყვან ინოვაციურ ცენტრად ჩამოყალიბებაა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge