მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი-ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 10:09|rustavi2.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

"29 აგვისტოს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო ხიდი წაიღო, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

სტიქიის ზონაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მოწყობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამასთან, ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგაიმედი
  • სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტიBM.GE
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
  • ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლესნეტგაზეთი
სოფელ →

მსგავსი სტატიები

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

რუსთავი 2

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანულ სამიზნეებზე განხორციელებულ დარტყმებს "შეზღუდული, ზუსტი მოქმედება" უწოდა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანულ სამიზნეებზე განხორციელებულ დარტყმებს "შეზღუდული, ზუსტი მოქმედება" უწოდა

რუსთავი 2

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

რუსთავი 2

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავი 2