
ტყიბულში მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა აღინიშნა
რუსთავი 2|rustavi2.ge
ტყიბულში მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა აღინიშნა. მრავალფეროვანი ღონისძიებები ქუჩის თეატრის მსვლელობით და წარმოდგენით დაიწო. მოეწყო საბავშვო, გასართობი და სპორტული სივრცეები, ფოტო ზონები და კუთხეები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, კომპანია "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მეშახტეების მემორიალი ყვავილებით შეამკო. გაიმართა წარმატებული მეშახტეების და მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
მეშახტის დღე და ტყიბულქალაქობა კონცერტით გაგრძელდა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge